გიორგი რურუას  4 წლით პატიმრობა შეეფარდა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა. მოსამართლემ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.