ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფალია. მან საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.