საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 887  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15327 შემთხვევაა დადასტურებული.