საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 22-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა გაიზრდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „პრაიმტაიმნიუსს“ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ დაუდასტურა. 72 წლის მამაკაცს ინსულტი ჰქონდა. ის სხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს და რესპუბლიკურში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.   ავტორი: ნაირა ქობულაძე