ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ
ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით მოძრაობა დაიწყო. ავტობუსები სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში მოძრაობენ. მგზავრებს გაჩერებაზე ჩამოსვლა არა გზის სავალ ნაწილთან, არამედ გზის ცენტრში უწევთ. მანამდე, სამი ღამის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში მოძრაობდა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე