თბილისში 27 წლის მამაკაცი მოკლეს
ახალაგზრდა მამაკაცი მოკლეს თბილისში. მას გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები, სავარუდოდ, დანით ჰქონდა მიყენებული. 27 წლის პაციენტი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე