“შეიძლება თუ არა ბავშვების ვაქცინაცია”, – ამ საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.
„ვაქცინაციისთვის მაქსიმალური ასაკი არ არსებობს, მინიმალური კი არსებობს. არც საქართველოში და არც მსოფლიოში ბავშვები არ იცრებიან, იმიტომ რომ ჯერ არ არის დასრულებული საფუძვლიანი კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ვაქცინის უსაფრთხოებას ბავშვებისთვის“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან, AstraZeneca-თი დაიწყო. 24 მარტს კი ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები ჩამოვიდა.