fbpx
27/05/2022
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თენგიზ ცერცვაძე: მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი

21:30 ივნისი 26, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
802
ნახვა

„მნიშვნელოვანი სიახლე ტოცილიზუმაბთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში არსებულ კლინიკებსა და სპეციალისტებს მიმართავს.

ცერცვაძე მოუწოდებს კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი.

„ა.წ. 24 ივნისს აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა (Emergency Use Authorisation) გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით ავადმყოფებში (მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში), რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, არაინვაზიურ ან ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას. მანამდე FDA-ის მიერ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებული იყო ზოგადად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს.

ჩვენს პოსტებში არაერთგზის აღვნიშნავდით, რომ ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას და სიკვდილობის რისკს, ასევე სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტებში. აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში შეტანილი გვაქვს რეკომენდაცია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტებში ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე.

ამის მიუხედავად საქართველოში დღემდე მხოლოდ 8 COVID კლინიკას აქვს გამოყენებული ტოცილიზუმაბი და მათგანაც მხოლოდ 4 COVID კლინიკა (ინფექციური საავადმყოფო, „ჩაფიძის გულის ცენტრი“, ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და „თბილისი ცენტრალი“) იყენებს ტოცილიზუმაბს სისტემატურად საჭიროების შემთხვევაში და არა ეპიზოდურად. ტოცილიზუმაბის, როგორც COVID ავადმყოფებში პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტის მსგავს იგნორირებას არავითარი გამართლება არა აქვს. მითუმეტეს ახლა, როცა აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა უშუალოდ COVID ავადმყოფებში (და არა ზოგადად ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს).

საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა. ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას წარმატებით იყენებდა ჯერ კიდევ გასული წლიდან, დიდი ხნით ადრე, სანამ ა.წ. იანვარ-თებერვალში ინგლისელების დიდი კვლევების პოზიტიური შედეგები დაიდებოდა. 2020 წლის მაისში ჩვენს ცენტრში ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფის (ქალი, 83 წლის) წარმატებულ მკურნალობაზე მოკლე ტელეფილმიც არის გადაღებული.

ბოლო ორი თვის მანძილზე „ჩაფიძის გულის ცენტრში“ ტოცილიზუმაბით უმკურნალეს 8 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტს და მათგან 7 პაციენტი გადარჩა. ეს ძალიან კარგი მაგალითია სხვა კლინიკებისთვის.

მოვუწოდებთ COVID კლინიკებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენების და უკუჩვენების, აგრეთვე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ზედმიწევნით გათვალისწინებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ“, – წერს ცერცვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

თეგები: თენგიზ ცერცვაძეკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
779
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
785
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
794

ბოლო განახლებები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
761

ბლუთუზ დინამიკების გამორჩეული მახასიათებლები

მაისი 24, 2022
764

რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისში ბინის მოძებნისას

მაისი 24, 2022
764

სახლის დაცვა თანამედროვე საკეტის მექანიზმების დახმარებით

მაისი 24, 2022
762

რა დანიშნულება აქვს სასოფლო-სამეურნეო კრედიტს?

მაისი 24, 2022
762

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.2k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.3k

ბოლო სტატიები

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია