ვენაში რესტორანში მძევლები აიყვანეს – ავსტრიული მედია

ავსტრიული ტელეარხი OE24 იტყობინება, რომ ვენის ცენტრში სროლის პარალელურად, ქალაქის სულ სხვა ნაწილში ბოროტმოქმედებმა მძევლად აიყვანეს ერთ-ერთი რესტორნის სტუმრები. ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ. საუბარია იაპონურ რესტორანზე Akakiko, რომელიც ვენის ცენტრში, მარიაჰილფერშტრასის ქუჩაზე, მეშვიდე რაიონში მდებარეობს.