ამბროლაურში 29 წლის კაცი მოკლეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის კაცი მოკლეს. გარდაცვლილი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.