ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 წლის კაცი მოკლეს. გარდაცვლილი სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.











