fbpx
27/03/2023
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

16:38 დეკემბერი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
6.3k
ნახვა

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის 2 წლის თავზე მეცნიერები ახალი საფრთხის – „ტვინდემიის“ შესახებ ალაპარაკდნენ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, თუ ვაქცინაციის ტემპმა არ აიწია, მომავალში ეპიდსიტუაცია გაუარესდება და ე.წ. ტვინდემიის საფრთხე გარდაუვალი იქნება.

„თუ არ ავიცერით და იმუნური ფენის კრიტიკული მასა არ დაგროვდა, რაც დღეს 55%-ის ფარგლებში გვაქვს და 80%-მდე უნდა გვქონდეს, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, – განაცხადა ამირან გამრელიძემ.

|რა არის ტვინდემია

„ტვინდემია“ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სეზონური გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირდება. ტერმინი მეცნიერებმა ორი ინგლისური სიტყვის Pandemic (პანდემია) და Twins (ტყუპები) შეერთების შედეგად მიიღეს.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, თუ ინფექციის მომდევნო, რიგით მეოთხე გლობალური ტალღა ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის სეზონს გადაფარავს, ამან შეიძლება მსოფლიო მასშტაბით ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

|რამდენად საშიშია

იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს გრიპის სეზონმა საკმაოდ მშვიდ რეჟიმში ჩაიარა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წელს სიტუაცია, შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს და მსოფლიო საკმაოდ რთული ზამთრის წინაშე აღმოჩნდეს.

„გასული წლის გრიპის სეზონმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, ფაქტობრივად აფეთქებები არსად დაფიქსირებულა. ამაში დიდი როლი კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა ითამაშა. დაკეტილი იყო სასწავლო დაწესებულებები, რესტორნები, სპორტ დარბაზები, კინოთეატრები, ადამიანები დისტანციურ რეჟიმში მუშაობდნენ. შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლა ქვეყნებს შორის. წელს სხვანაირი სიტუაციაა – შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა და ცხოვრება ასე თუ ისე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ წელს გრიპის სეზონი უფრო მძიმე ფორმებში ჩაივლის“,- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი,  რიჩარდ ვები.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სკოტ გოტლიების განცხადებით, გრიპისა და კოვიდის ერთდროულად ცირკულირება ისედაც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას დიდ ტვირთად დააწვება.

„ჯანდაცვის სისტემა კოვიდ პანდემიის გამო ისედაც ძალიან ცუდ დღეშია. საავადმყოფოები ინფიცირებული პაციენტებითაა გადატვირთული, ინტენსიური თერაპიის დაწესებულებებში კი თავისუფალი ადგილები ძალიან მცირეა. ამას ემატება ისიც, რომ ზოგადი გამოთვლებით, გრიპის სეზონზე დაახლოებით 700 000-ს მაინც სჭირდება ხოლმე ჰოსპიტალიზება. ეს კი ბუნებრივია სიტუაციას უფრო ართულებს“,- ამბობს გოტლიები.

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის ინფექციონისტი, მონიკა განდჰი აცხადებს, რომ ზუსტი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.

„ჯერჯერობით გაურკვეველია რა მოხდება მომავალში. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“,- ამბობს ის.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) აღმასრულებელი დირექტორი, ჯენ ჰარისი მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია ხალხმა გრიპის სეზონს სერიოზულად შეხედოს.

„ზოგადად ადამიანები ძალიან აგდებულად ეკიდებიან გრიპის სეზონს. საერთოდ ვერ აანალიზებენ იმას, რომ გრიპის ვირუსი, შესაძლოა, საკმაოდ მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. სტატისტიკა კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. კვლევების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში გრიპის ვირუსმა 11 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  წელს კი ამ ყველაფერს კოვიდ პანდემიაც ემატება. ეს ყველაფერი კი სიტუაციას უფრო ართულებს. გრიპის ვირუსითა და კოვიდის ერთდროულად ინფიცირება სიკვდილიანობის რისკს ორმაგად ზრდის“,- აღნიშნავს ჯენ ჰარისი.

|რა უნდა გავაკეთოთ „ტვინდემიის“ თავიდან ასაცილებლად

„ტვინდემიის“ თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას შემდეგი პრევენციული ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ:

  • პირბადის ტარება
  • სოციალური დისტანციის დაცვა
  • ხელების ხშირი დაბანა
  • სეზონური გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება

 

 

მომზადებულია Independent-ის, BBC-ის, Science Daily-ისა და National Geographic-ისა და Sky News-ის  მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: ტვინდემია

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022
772

რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობის გასავითარებლად?

ოქტომბერი 1, 2022
775

აქსესუარების ფართო არჩევანი: სად შევიძინოთ ჩანთები და ბეჭდები?

სექტემბერი 29, 2022
779

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ბინის შეძენას გადავწყვეტთ?

სექტემბერი 27, 2022
783

სმარტ ტელევიზორის უსაზღვრო ფუნქციები

მაისი 24, 2022
835

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.1k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.3k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.4k

ბოლო სტატიები

როგორ დავნერგოთ უსაფრთხოების სისტემები?

ოქტომბერი 10, 2022

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია