„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
„მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს.
ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების იდეა გადარჩეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს თავისი თანმდევი ცვლილებებით – შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო კანონმდებლობა. არავის არ მიეცემა საფუძველი იმისა, რომ თქვას, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში. „ქართული ოცნება“ შლის მოლარაკებების პროცესს ასეთი კადნიერი და უღირსი განცხადებებით, რომელეც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივანიჭებთ იმ ფუფუნებას ვერავის, თქვან, რომ ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ბუნებრივია, ამ პროცესის პარალელურად დაიწყება სამოქალაქო პროტესტის მზადება ახალი არჩევნების გარშემო“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.










