1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2172 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2172 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7966 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.









