1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3265 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3265 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0680 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.











