fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება

11:28 November 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება.

ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს კომპანიებმა.

„2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით – აღნიშნულია „ინტერ გაზის“ განცხადებაში.

1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და “თელავი გაზი”. აქაც ტარიფის ცვლილება საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ და 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის“, – აღნიშნულია „სოკარ ჯორჯია გაზის“ განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ „ინტერ გაზი“ ბუნებრივ აირს აწვდის ახალციხის და ასპინძის რაიონებს, “თელავი გაზი” – თელავს და „სოკარ ჯორჯია გაზი“ დანარჩენ საქართველოს, თბილისის გარდა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ („თელავ გაზის“) დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 0.95 ლარია 1მ3-ზე, „ინტერ გაზის“ შემთხვევაში კი 1.09 ლარი.

შეგახსენებთ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი თბილისში თითქმის ერთი წელიწადია გაიზარდა. „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლები 1მ3 ბუნებრივ აირში 1.10 ლარს იხდიან. მანამდე მოქმედი ტარიფი იყო 0.86 ლარი.

თეგები: გაზი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თბილისში 12 500 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

September 23, 2021
825
საზოგადოება

გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ, „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

June 28, 2021
816
მთავარი ამბავი

ამ ქუჩებზე გაზის მიწოდება 3 დღით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

June 15, 2021
1.3k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია