ცესკოს ინფორმაციით, 10.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით, 7.41% შეადგინა, რაც 259 273 ამომრჩეველია.
ყველაზე მაღალი აქტივობა – 11.2% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი – 6.1% ქვემო ქართლში დაფიქსირდა.
„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.
10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი.
ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – აქტივობა 11.2%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა 6.1% დაფიქსირდა ქვემო ქართლში“, – განაცხადა იოსელიანმა.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.











