პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განმარტავს.
მისი თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით კანონი მკაცრდება.
კერძოდ, თუკი აქამდე 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა დასჯადი არ იყო, ახლა ეს პუნქტი იცვლება და დასჯადი ხდება.
„პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქამდე არსებული კანონის მიხედვით, ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარზე მეტი თანხით დასჯადი იყო და სასჯელი სამ წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას გულისხმობდა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, კანონდარღვევისთვის ჯარიმის მოცულობას მოსამართლე დაადგენს.
ამავე თემაზე: საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში სააგიტაციო მასალების განთავსება აიკრძალება











