115 დეპუტატია შიგნით და მათგან 3 ისეთი, ვინც ხმას არ უჭერს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, გიორგი ლომია აცხადებს.
„ჩავარდნის რისკი არსებობს. შეიძლება ეს „ოცნების“ მორიგი პოლიტიკური თამაში იყოს, შეიძლება, რომელიმე დეპუტატმა გადაიფიქროს და არ დაუჭიროს მხარი. 115 რეგისტრაციის დროს დაფიქსირდა, შემდეგ კიდევ სამი კაცი დაემატა, იმედი მაქვს, არ ჩავარდება“, – ამბობს ლომია.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს.








