ხვალიდან, 13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. პროცესი 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
საყოველთაო რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციისა და პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის ნახვა შესაძლებელია განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge











