საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ოზურგეთში, სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს.
ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მინდია გოგოჭური დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით, რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











