19 აპრილს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური პარტიების შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, აღნიშნული შეკრების დროს ცნობილი გახდება ის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც იპოზიცია იმოქმედებს.
“19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.











