საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში, 11 სექტემბრის ტერაქტს ეხმაურება.
როგროც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, 19 წლის შემდეგაც ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას.
„19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ.
19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს, 19 წლის წინ დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.
ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, მესამე – პენტაგონს, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა.
19 years ago, the attacks on 9/11 shook America and the entire world. Today, we remember the victims of one of history’s most heinous acts of terrorism. 19 years later, the people of Georgia continues to stand with America and to fight for international security and peace.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 11, 2020











