პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.
“საქართველოში 2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა და ჩვენ ძალიან ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პირველი ივლისიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. ასევე, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.











