კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიში 2 ნოემბრიდან კარანტინს შემოიღებენ, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ონლაინ-შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება, რომ 2 ნოემბრიდან მოვიკრიბოთ საერთონაციონალური ძალები. ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე“ – განაცხადა მერკელმა და განმარტა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა დეკემბერში ისევ გახდეს შესაძლებელი სოციალური ცხოვრების დაბრუნება.
ამდენად, გერმანიაში 2 ნოემბრიდან ოჯახების მიღმა შეკრებები დასაშვებია მხოლოდ 2 ოჯახის შემთხვევაში მაქსიმუმ 10 კაცის შემადგენლობით.
„მივიღეთ გადაწყვეტილება პირადი კონტაქტების შეზღუდვების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლა და სხვებთან კონტაქტი დასაშვებია მხოლოდ საკუთარი ოჯახის, ან კიდევ ერთი ოჯახის წევრებთან, მაქსიმუმ, 110 კაცის შემადგენლობით. ბინებში შეხვედრები და კერძო წვეულებები უფრო მკაცრად გაკონტროლდება“ – განაცხადა კანცლერმა.
მისი თქმით, მიღებული ზომების ეფექტურობას ნოემბრის შუა რიცხვებში გააანალიზებენ მისი კორექტირების მიზნით.











