ჩინეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, „კოვიდ-19“-ის შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან შვიდი იმპორტირებული იყო, ექვსი კი შიდა გადაცემაა.
ბოლო ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 85 591 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.











