„მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს გამორჩეული და ეფექტური ინსტრუმენტები, რათა გაუძღვეს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას გნააცხადა.
როგორც იგი ამბობს, მთავრობის ჩართულობა საპარალამენტო ცხოვრებაში ბოლო ორი წლის განმავლობასი ყველაზე აქტიური იყო.
„ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალებულების სტანდარტს იცავს და მოდის საკანონმდებლო ორგანოში. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში პრემიერ-მინსისტრის, მთავრობის წევრთა დასწრება და მოსმენების რაოდენობა პარლამენტში, აღემატებოდა ბოლო 15 წლის ჯამურ მაჩვენებელს. მეათე მოწვევის პარლამენტს უკვე აქვს გამორჩეული და ეფექტური ინსტრუმენტები, რათა გაუძღვეს ქვეყნის საკანონმდებლო პროცესს. გადაწყვეტილების მიღებაში უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და გამჭვირვალობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.











