„20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ნიკა მელია შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან.
„20 ივნისი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე. ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან. ე.წ. გაყალბებული არჩევნების ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე ნაცები დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.
პროკურატურამ პარლამენტს მანდატის მოხსნის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი თანხას არ გადაიხდის.











