ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს.
როგორც მან, „ღამის კურიერის” ეთერში საუბრისას განაცხადა, ის ვერ ხედავს ამ ეტაპზე იმის აუცილებლობას გადაიხედოს დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
„იყო ნახსენები ის, რომ უნდა გადაიფურცლოს ის მომენტი, რასაც 20 ივნისი ჰქვია. შესაბამისად, ეს აღარ უნდა იყოს რაიმე დისონანსის შემომტანი პოლიტიკურ კონტექსტში. იქნა შემოთავაზებული კონკრეტული პუნქტი და ეს იყო ამნისტიის პუნქტი, რომელიც ნამდვილად არ არის ჩვენი მხრის შემოქმედება,”- განაცხადა სარჯველაძემ.











