fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

200 მეტრს უფრო ზუსტად გახაზავ, თუ 500-ს? – მეუფე იაკობის კითხვა დავით გარეჯზე

20:46 October 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
931
ნახვა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა სიღნაღის თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა.

„მინდა შევეხო გარეჯის თემას, ეროვნული მოძრაობა რომ იწყებოდა, 2012-შიც როცა სირთულე იყო, ხალხთან ერთად, რამდენიმე ეპისკოპოსი წავედით. დავდექით იქ და მაშინ დასტაბილურდა სიტუაცია. ახლაც რა მოხდა, ხო, ნახეს ის რუკა, რითაც უნდა იხელმძღვანელონ. მარტივად გეტყვით, თუ დღესდღეობით ერთ სანტიმეტრ მასშტაბში 500 მეტრი შედის, ეუბნებოდნენ რომ უფრო კარგი იყო და მაგაზეც იყო საზღვარი გატარებული, ერთ სანტიმეტრში 200 მეტრი იყო. 200 მეტრს უფრო ზუსტად გახაზავ, თუ 500-ს?

აღმოჩნდა, რომ რომელი რუკითაც იხელმძღვანელეს, ქედი იყო გაყოფილი, რაღაც მეტრები რჩებოდა. როდესაც პროფესიონალი ხარ და თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, რას რა მოყვება. როდესაც შენ ცალსახად ამბობ და იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადაოს არ ხდის და აქეთ არის საზღვარი, ჩემი ბრალია? ნახეთ ეს რუკა ჩამოიტანეს და სულ არ მაინტერესებს საიდან ჩამოიტანეს, მთავარია, რუკა იყოს სწორი და ყველამ მიიღოს.

მაგრამ სხვა რამის ეშინიათ ალბათ, ზუსტად ისე არ გავიდეს საზღვარი,როგორც ახალ რუკაზეაო. ზუსტად მაგის ეშინიათ, არ უნდათ, რომ რომელიმე ხელისუფლებამ გააკეთოს .. ეს რომ არ მოესწრება, დღევანდელი ხელისუფლება ვინც არის, ეს ხო ცხადია. იმიტომ რომ ახალი პარლამენტი იქნება და გინდაც რუკა გქონდეს, მოლაპარაკებები სჭირდება. 24 წელი გრძელდებოდა, ხო? უბრალოდ, სასიხარულოა, რომ როდესღაც წესიერი რუკა ვნახეთ.

ამ დროს ატეხილია ამბავი, ხან მამაოს გადაწვდებიან და ნეტავ რომელიმე იყოს მამაოსავით პატიოსანი ადამიანი. მამაოს გამო, არავინ არის დაჭერილი, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს და პროკურატურა არ არის საჭირო, ხელისუფლება არ არის საჭირო.? უდანაშაულობის პრეზუმცია არ უნდა დავარღვიოთ, მოღალატე არ უნდა ვუძახოთ, გამოჩნდება, მალე გამოჩნდება, შეგნებულად კეთდებოდა რაღაცა, თუ რის გამო კეთდებოდა. ისეთი უგულობა, იმ დღესაც აღვნიშნე, იმ დღეს რომ შევხვდით, მრავალი ქვეყნის ელჩს და ჟურნალისტებიც მეკითხებოდნენ, რაც გააკეთეს იმათმა.

კომისია რასაც აკეთებდა, ეს არის უგულობა. როცა არ შეგიძლია გაკეთება, წადი რა, გვერდზე გადი და ნუ იქნები იმ საქმეში, რაც შენი საქმე არ არის. არ დააბრალო, რომ ხელმძღვანელი მყავდა და ვინმე მყავდა. მე თუ რამეს ვერ გავაკეთებ, ჩემი ბრალი იქნება., მე თუ თანამდებობა მექნება და ვერ გავაკეთებ, ჩემი ბრალი იქნება. როდესაც საკითხებია- ხოლმე, საპატრიარქოში, მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ და ჩვენთან სრული თავისუფლებაა აზრის გამოთქმის, სხვათა შორის.

ოღონდ ეკლესიას აგინონ, იმასაც ამბობენ, რომ რუკა იპოვეს და ეკლესია და სახელმწიფო თითქოს რაღაცაზე შევთანხმდით, რაკი რუკა იპოვეს, მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს არის მხოლოდ რუკა, მადლობა რომ რუკა გამოჩნდა, მაგრამ ეგ ის თემა არ არის. გარეჯს რომ ვინმე აბრუნებდეს, იმის მხარეს დავდგებოდი, აფხაზეთი რომ ვინმემ დაგვიბრუნოს, იმის მხარეს დავდგები, მაგრამ რუკის გამო, არსად არ დავდგები.სასიხარულოა, რუკა რომ არის. ორივე მხარემ უნდა მიიღოს ის, რომ ამ რუკით იხელმძღვანელოს.

ალბათ, მერე უნდა დასხდნენ და ისედაც ვიცი, აზერბაიჯანელების განწყობა. ძაბავენ კიდე სიტუაციას. მოვა დრო, ჩვენი ორივე მხარე დაჯდება და ორივე მხარისთვის დადებითად გადაწყდება. ქართველებიც გავიხარებთ და აზერბაიჯანელებიც გაიხარებენ. ტყუილად ძაბავენ ვითარებას, არაფერი არ არის, თორემ აზერბაიჯანის მხარე განაცხადებდა, არ გაუჭირდებოდა ამის თქმა. დაჭერილი ადამიანიც რომ სიმპათიის მიხედვით დაასახელო, რომ არ რის დამნაშავე, ბევრი ადამიანია დაჭერილი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ამნისტია შედგეს, დიდი ამნისტია, გამოვიდნენ და ოჯახები გაახარონ.თითოეულ კაცს რო დასდევენ, იმისათვის, რომ პოლიტიკური სარჩული დაუდონ, ეს ძალიან ცუდია.” – ამბობს მეუფე იაკობი. 

თეგები: ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიმეუფე იაკობი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მეუფე იაკობი: ქრისტე არ იყო მოძალადე და ჩვენც ვერ ვიქნებით მოძალადეები

July 12, 2021
779
მთავარი ამბავი

„ეს არის „პრაიდის“ ორგანიზატორების პასუხისმგებლობა“ – მეუფე იაკობი ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

July 5, 2021
797
საზოგადოება

მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე – აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

June 28, 2021
779

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია