fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

2008 წლის მოვლენები ახლიდანაა შესასწავლი და შესაფასებელი – ამირან სალუქვაძე

10:10 August 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
877
ნახვა

პირდაპირ და ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს საყოველთაო დევნას უწყობდნენ. ამავე დროს უტიფრად გვიმტკიცებენ ამ რეზოლუციის სარგებელს, რომელზეც ხელის მოწერის გამო მათი ლანდი აღარ უნდა იყოს პოლიტიკაში,- ასე აფასაებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის ინტერვიუს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ ევროსაბჭოს რეზოლუციის 1633 მე-5 პუნქტი რას გვეუბნება, შემდეგ განვმარტოთ:

„მუხლი 5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“.

რა მივიღეთ ამ რეზოლუციით: დაფიქსირდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როგორც ბაქრაძე აღნიშნავს? რის ფასად?

აი, რის ფასად:

საქართველოს ბრალდება კონფლიქტის ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაყვანა;

საქართველოს ბრალდება ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა;

საქართველოს ბრალდება კასეტური ბომბების გამოყენება;

საქართველოს ბრალდება სამოქალაქო მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნა;

საქართველოს ბრალდება არაპროპორციული ძალის გამოყენება;

იმის მიუხედავად, რომ ეს ხდებოდა ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ბრალდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევა, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.

ეს ყველაფერი ამ რეზოლუციით ევროსაბჭომ დაგვაბრალა ჩვენ, რაზეც ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, რუსეთს რეზოლუციაზე ხელი არ მოუწერია. ჩვენც რომ არ მოგვეწერა ხელი, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას მაინც მიიღებდა. ამას დაგიდასტურებთ ევროსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი. ჩვენ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რათა რეზოლუციაში ასეთი მძიმე ბრალდებები არ ასახულიყო. ახლა გამოდიან და გვიყვებიან ზღაპრებს, ბრბოდ, უწიგნურებად გვთვლიან.

ამ რეზოლუციის ხელმომწერები წლებია სხვებს აბულინგებენ ომის დაწყების თემაზე. ომის დაწყება კი არაა პრობლემა. ჩვენ გვქონდა და გვაქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე ვაწარმოოთ სამხედრო მოქმედებები, მაგრამ ჩვენ აღებული ვალდებულებების დარღვევაზე ჩვენით მოვაწერეთ ხელი. ასევე ხელი მოვაწერეთ კასეტური ბომბების გამოყენებას, რასაც გაერო 1980 წლიდან ებრძვის. უამრავ შეთანხმებასთან და კონვენციასთან ერთად, 2008 წლის მაისში, დუბლინში, ხელი მოეწერა კონვენციას კასეტური ბომბების შესახებ და ა.შ.

ახლა მითხარით, იმის ნაცვლად, რომ ბოდიშს იხდიდნენ, აქვთ თუ არა უფლება ისევ ხელისუფლებაში მოსვლაზე ჰქონდეთ პრეტენზია? გაჩუმდნენ მაინც, ჩვენ ხომ არ ვახსენებთ?! ამიტომ ვწერ წლებია: 2008 წლის მოვლენები ახლიდანაა შესასწავლი და შესაფასებელი“, – წერს ამირან სალუქვაძე.

თეგები: ამირან სალუქვაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ვინ გეკითხება შენ, ჩვენს ქვეყანაში ვინ გადადგება?! – ამირან სალუქვაძე ჟურნალისტ დანიელ ჰამილტონს

August 5, 2021
785
პოლიტიკა

სალუქვაძე: ძალიან კარგად იკითხება, რომ ეს არის სცენარი – პრაიდის თემის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, თანხვედრაშია ოპოზიციის და რუსეთის მიზნები

July 6, 2021
777
პოლიტიკა

რა მჩატეა ეს აღმაშენებლის სახელის მიმთვისებელი, ანერვიულდა მილიონი ვაქცინის შემოტანის და 3 მილიონზე მეტის დაკონტრაქტების გამო – ამირან სალუქვაძე

July 3, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია