საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„2012 წლის საქართველო, როგორც მაგალითი აშშ-სთვის ამ წუთებში აშშ სენატში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების სერტიფიცირების პროცედურა. სენატორმა ჯან შაჰინმა მისაბაძ მაგალითად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 2012 წელს “ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა დაასახელა. “დემოკრატიის უმაღლესი წერტილი არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ, მისი მშვიდობიანი გადაცემაა”, განაცხადა სენატორმა. “მე და ჩემი კოლეგები 2012 წელში საქართველოში ვიმყოფებოდით და გავხდით მოწმენი იმისა, თუ დემოკრატიული არჩევნების შედეგად როგორ გადასცა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილმა მილიარდერ-ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ “ქართულ ოცნებას”, – წერს ალექსანდრე ლომაია.











