2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში რიგით მე-15 ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილებით ცნობარს დაემატა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
ცნობარის შეცვლილ ნაწილში ნახავთ ინფორმაციას თუ რომელმა საგანმანათლებლო პროგრამებმა გაიარა ამ ეტაპისთვის აკრედიტაცია და რომელმა ვერა.
შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა, რადგან არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
გაითვალისწინეთ, პირველადი ქულების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობაც ექნებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.











