სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა.
როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხდა, კლების ტენდენცია გამოვლინდა ყველა სფეროში გარდა საფინანსო სექტორისა.
„წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1 პროცენტია“, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.












