ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს საცხოვრებელი ფართით 2 ათასზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
„1 096 ახალაშენებული ბინა განაწილდა თბილისსა და რეგიონებში, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან დაიხარჯა 63 მილიონზე მეტი, სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში შესყიდული იქნა 1 100 სახლი.
მართზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი გადაეცა 1 900-ზე მეტ ოჯახს. სტიქიურად დაზარალებული მოქალაქეებისთვის 200-მდე ოჯახისთვის განხორციელდა სახლებს შესყიდვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამეგრელოსა და იმერეთი მესამე და მეოთხე ხარისხის 96 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. იმის მიზანი არის, რომ 2024 წლამდე საქართველოს მასშტაბით ნგრევად ობიექტზე განთავსებული დევნილი ოჯახი აღარ გვყავდეს და ისინი უზრუნველყოფილები იყვნენ უსაფრთხოებით“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











