სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები არიან, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს.
20 ნოემბერს თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ ინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.











