ობიქტური საფუძველი საუბრისა, რომ შეიძლება არჩევნები გადაიდოს არ არსებობს – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, დეკემბერში არჩევნების შესაძლო გადატანის შესახებ.
არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს – ირაკლი კობახიძე
კანდელაკის თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ დროს ოპოზიციაში გადასვლისთვის განწირულია.
“საზოგადოების კონსესუსი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსესუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს ქართული ოცნება განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად”, – განაცხადა კანდელაკმა.











