„დღესდღეობით ამ შეზღუდვების ფასს ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7-0,8%-ი“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის – დაახლოებით რამდენ პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნას ნიშნავს დაწესებული შეზღუდვები, პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას. ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება. მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი. დღესდღეობით ამ შეზღუდვების ფასს ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7-0,8%-ი მეტი არა“,- განაცხადა გახარიამ.











