28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვბეით ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











