გურჯაანში კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაცით, მცირეწლოვანი სახლში დასთან ერთად თამაშობდა.
თამაშის დროს ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა, დამცავი ბადე გახია და გადმოვარდა.
თავდაპირველად, დაშავებული მცირეწლოვანი გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
გამოძიება 124-ე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა გუშინ ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











