fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 6 ბრალდებულიდან  ერთი პირი გაამართლეს

17:32 July 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
936
ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ხმაური იყო, სადაც მოსამართლემ 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ, განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და დარბაზიდან გათავისუფლდა, სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური და პროტესტი. მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს 10-10 წლით პატიმრობა შეეფარდათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი 9-9 წელი.

საქმეში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ და დუმილის უფლებით სარგებლობდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, ხოლო შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა.

ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

 

თეგები: სამართალისასამართლო

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

November 10, 2021
863
სამართალი

ტერორიზმის საქმეში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დაიხურა

August 26, 2021
798
სამართალი

ფოლდაანთაკრში მომხდარ მკვლელობაზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულს გამამატყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

August 23, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია