სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-მდე ობიექტი შემოწმდა, სადაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების-ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში.











