40 წლის წინ გაუჩინარებული კალათბურთელი ჩარლზ ტომასი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო marca ავრცელებს.
ჩარლზ ტომასის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 1980-იანი წლების დასაწყისში გავრცელდა. ვერსიები მრავალი იყო, მათ შორის ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ნიუ-იორკში ბანდებს შორის კრიმინალურ შეტაკებას ემსხვერპლა.
როგორც აღმოჩნდა, 75 წლის ჩარლზი ტეხასის შტატში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ჩარლში ყოფილ თანაგუნდელს თავშესაფრიდან თავად დაუკავშირდა და მისი გარდაცვალების შესახებ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა.








