fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

4liberty – რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა

18:14 June 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
837
ნახვა

„რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა”,- ამ სათაურით სტატიას გამოცემა 4liberty-ი აქვეყნებს. 

საქართველო კიდევ ერთხელ ხდება ქვეყანა, რომელიც იმსახურებს იმ ადამიანების ყურადღებას, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აფასებენ. 2019 წლის ზამთარში საქართველოზე ევროპულ მედიაში ძალიან მცირე ინფორმაცია მოიპოვებოდა.

მაშინ იყო მცირე პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა – მაგალითად საერთაშორისო ინდექსები (ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, ბიზნესის კეთების წესების გამარტივება) და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინტერვიუ EurActiv-თან.

საქართველომ წარმატებას მიაღწია, როგორც თავისუფლების ინდექსში, ისე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაში.

მთავრობის მიერ COVID-19-ს მართვამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო პარლამენტში იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და კენჭისყრა, რათა 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმა განხორციელდეს.

საარჩევნო ცვლილების შესახებ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იყო, ხოლო შესაბამის მოლაპარაკებებში პარტიებს შორის შუამავლებად  ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გამოვიდნენ .

საბოლოო შეთანხმებას მხარდაჭერა საქართველოში ყველა ძირითადმა პარტიამ და საერთაშორის პარტნიორებმა გამოუცხადეს.

საარჩევნო რეფორმა და მისი ისტორია

 

3 წლის წინათ გამარჯვებულმა „ქართული ოცნების” პარტიამ პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნის პირობა დადო. რაც გულისხმობდა არჩევნების ხმის მიცემის პარალელური ფორმიდან, ანუ თითქმის 50/50 სისტემიდან (77 – პროპორციული პარტიული სიები და 73 – ერთწევრიანი საარჩევნო ოლქები) სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა და 1%-იანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას.

მანამდე, 1990 და 1999 წლებს შორის ბარიერი 4-დან 7%-მდე გაიზარდა, რის გამოც ამომრჩეველთა დიდი პროცენტული ნაწილი (პარლამენტში) წარმომადგენლობის გარეშე დარჩა: არჩევნებში მონაწილეთა 61% – 1995 წელს, 26% – 1996 წელს და 27% – 2004 წელს.

ბოლო არჩევნები  4%-იანი ბარიერით ჩატარდა და დაკომპლექდა პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა, რომელიც 7 ფრაქციას მოიცავს და მეტნაკლებად წარმომადგენლობითია. (ყოველ შემთხვევაში, პროტესტი, ამ მხრივ, არავის გამოუთქვამს).

თუმცა, მიუხედავად ამისა, 2019 წლის ზაფხულის დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა საარჩევნო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ამ გეგმას მხარს ევროკავშირი, აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყებების წარმომადგენლები, ეუთო და ვენეციის კომისია უჭერდნენ.

„ქართული ოცნების” უმრავლესობამ სასურველი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად ნაბიჯები დაუყოვნებლივ გადადგა. საარჩევნო კანონპროექტმა  საკანონმდებლო კომიტეტებში მოსმენები წარმატებით გაიარა. თუმცა, ნოემბერში, ბევრისთვის მოულოდნელად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო ჩავარდა.

17 ნოემბერს რუსთაველზე, ცვლილებების მოთხოვნით, აქციები განახლდა. კიდევ ერთხელ გაჟღერდა დაპირება, რომ შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო არჩევნებისთვის გატარდება.

8 მარტს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ხელშეწყობით, 2020 ოქტომბრის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება კიდევ ერთხელ შედგა : 120/30, ანუ 120 მანდატი  პროპორციული სისტემით პარტიული სიების საფუძველზე განაწილდება.

მარტის მიწურულს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლარიზაციის შემდგომი აღმოფხვრისა და პარტიებს შორის კონსენსუსის წახალისების მიზნით, შეიწყალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (სააკაშვილის პარტია) ორი თანამდებობის პირი. ამ ნაბიჯს მიესალმნენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები.

ასევე, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემია საარჩევნო ცხრილს არ გადაწევს.

„არჩევნების ჩატარება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. გამოვთქვამ იმედს, რომ საგანგებო მდგომარეობა მალე დასრულდება, რათა არ მოგვიწიოს არჩევნების გადავადება ან შევძლოთ მისი მინიმალური ვადით გადავადება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, COVID-19-მა საქართველოშიც გაართულა სიტუაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებს და, ამ მხრივ, ტოლს არ უდებს ევროკავშირში საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნებს – ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, სლოვენიას, საბერძნეთს.

აპრილ-მაისის პერიოდში საქართველომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა შეასუსტა.

24 ივნისს კომიტეტებში დაგეგმილია კენჭისყრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ხოლო კენჭისყრა პლენარული სხდომაზე გაიმართება 26 და 27 ივნისს.

თუკი კანონპროექტი  ხმათა საკმარის რაოდენობას დააგროვებს, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის დამტკიცებასა და ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ბრძანებას დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.

რა შედეგს მოიტანს ეს საქართველოსთვის

 

„მე, პირადად პროპორციული სისტემის ქომაგი, ბევრი მიზეზით არ ვარ. 1990 წელს „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“ –  საარჩევნო სისტემის შესაბამისად,  ბულგარეთის დამფუძნებელი კრების წევრად ამირჩიეს (მანდატების რაოდენობა პარლამენტში 50/50 შერეული სისტემით გადანაწილდა). ჩემი დაპირებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი თავისუფლება მქონდა.

თუმცა, ახლანდელი გადმოსახედიდან ვხედავ, როგორ დააკნინა ინდივიდუალური პარლამენტარების დამოუკიდებლობა სრულ პროპორტციულ სისტემაზე გადასვლამ“,- წერს სტატიის ავტორი.

გარკვეულ წლების განმავლობაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარტიის ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობას თითქმის „ხელით“ მართავდა.

ამის მიუხედავად, ცხადია, რომ ქართული საზოგადოება პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს. ასევე, პროპორციულ სისტემას ღირებულად მიიჩნევს ევროკავშირი და აშშ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო პოლიტიკურად სწორ გზას ადგას

ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკურ პარტიათა ხედვებს შორის მკაფიო საერთო მახასიათებლები არსებობს. გადაკვეთის წერტილებს წარმოადგენს დასავლური ორიენტაცია და ნეგატიური განწყობები რუსეთის ფედერაციის ლიდერობისა და პოლიტიკის მიმართ როგორც უკრაინაში, ისე გლობალურად.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონსენსუსი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი შეუწყო 2019 წლის საპროტესტო აქციებმა, ასევე წინა წლებში ჩატარებული გამოსვლები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ არსებობს მყარი კონსენსუსი ევროპულ გეზთან, როგორც ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზანთან, დაკავშირებით.

ამ ტიპის კონსენსუსი ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში ბევრად უფრო სუსტი პოლიტიკური მოტივაციის საფუძველია. თუმცა, მედლის მეორე მხარეა ის ფაქტიც, რომ ევროპული ორიენტაცია საქართველოს სუვერენიტეტის წინაპირობას წარმოადგენს.

ხსენებულთან თანხმობაშია საქართველოს მხრიდან ნატოს მხარდაჭერა და ის ფაქტი, რომ საქართველო ევრაზიაში ნატოს მისიებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანია.

პოლიტიკური თვალსაზრისით, საარჩევნო რეფორმას აქვს შედარებით ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც დაკავშირებულია ზემოთ აღწერილ გამოცდილებასთან, როცა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი წარსულში წარმომადგენლობის გარეშე რჩებოდა.

ევროკავშირი, აშშ, ეუთო და ასევე საერთაშორისო საზოგადოება განიხილავენ ამ რეფორმას, როგორც გარდამავალ პერიოდს საქართველოსთვის (ისევე, როგორც ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის) .

„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს ზოგად ეკონომიკურ და პოლიტიკურ წინსვლას და პროგრესს საქართველოს პროდასავლურ გზაზე. დღეს, საქართველო დგას იმავე გზაზე, რომელიც თავის დროზე გაიარეს ევროკავშირის ისეთმა წევრმა ქვეყნებმა, როგორიცაა პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი და სხვანი.

ეკონომიკური თავისუფლების და ბიზნესის წარმოების ინდექსების გარდა, საქართველო არ ჩამოუვარდება ამ ევროპულ ქვეყნებს კანონის უზენაესობის, კორუფციის აღქმის, ღია ბიუჯეტისა თუ სამართალდამცავი სტრუქტურების რეიტინგებშიც.

როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმა დღეს წარმოადგენს ამ შთამბეჭდავი მიღწევების შენარჩუნების წინაპირობას. შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა მხარდაჭერას იმსახურებს.

თავისუფლების დამცველნი წლების განმავლობაში განიხილავენ საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების ბუნებრივ მოკავშირეს და დღეს,  ქვეყანა უპრეცედენტოდ ახლოსაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ოცნების აღსრულებასთან და საქართველოს მომავალი უფრო ნათელ ფერებში გვევლინება, ვიდრე არასდროს.

თეგები: საქართველოსტატიაუცხოური გამოცემა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნახეთ ყველაზე მეტად დაინფიცირებული რეგიონები – კორონავირუსის შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

December 9, 2021
846
მთავარი ამბავი

63 გარდაცვლილი და 3562 ინფიცირებული – 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

December 9, 2021
793
მთავარი ამბავი

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

December 8, 2021
850

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია