fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ისევ დაუსჯელები არიან – DRI

10:46 August 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
765
ნახვა

“წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არც-ერთი ორგანიზატორი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში“,- ამის შესახებ განცხადებას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

მათი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორების დაუსჯელობა ზრდის რისკს, რომ ისინი კვლავ ჩაიდენენ მსგავს ქმედებას.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურების შესახებ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უსვამს ხაზს.

დღეის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არც-ერთი ორგანიზატორი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშნული მასშტაბის ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზატორების დაუსჯელობა, აძლევს მათ ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას და სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის კრიტიკული რისკების შემცველია.

საზოგადოებაში არსებული დასაბუთებული ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა თანამშრომლობს და ხელს აფარებს 5 ივლისზე პასუხისმგებელი ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს, მნიშვნელოვანია მოხდეს გურამ ფალავანდიშვილის, „ალტ ინფოს“ გუნდის, ლევან ვასაძისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის სავარაუდო შემთხვევების მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გამოძიება და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა“,- აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ცნობისთვის, 5 ვლის ძალადობრივი ჯგუფები 55 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ მათგან 53 პირი მედიის წარმომადგენელია, რომლებიც ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. დაშავებულთა შორის იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ცივი იარაღით იმის გამო დაჭრეს, რომ მას საყურე ეკეთა. ტურისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

“TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ცემიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით 29 პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა დაკავებულთა შორის არ არის არცერთი ორგანიზატორი.

 

 

თეგები: კრიმინალი

დაკავშირებული სტატიები

შემთხვევა

სამების ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

August 28, 2021
961
მთავარი ამბავი

ზესტაფონში მოხუც ბებიაზე ძალადობაში ბრალდებული შვილიშვილი დააკავეს

August 14, 2021
880
სამართალი

სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

August 13, 2021
769

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია