აშშ-ს მთავრობამ 67 წლის განმავლობაში ქალი სიკვდილით პირველად დასაჯა.
გამოცემის ინფორმაციით, ლიზა მონტგომერის სასიკვდილო ინექცია ინდიანას შტატის ერთ-ერთ ციხეში გაუკეთეს.
ცნობისთვის, 52 წლის მონტგომერი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. 2004 წელს მან ორსული ქალი დაახრჩო, მუცლიდან ბავშვი ამოიყვანა და ჩვილი გაიტაცა.











