აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სასანქციო სიაში ერთი ფიზიკური პირი და 17 კომპანია შეიყვანა.
„ირანის რეჟიმი მეტალურგიული სექტორიდან მიღებულ შემოსავალს იყენებს მსოფლიოში რეჟიმის მადესტაბილიზებელი ქმედებების დასაფინანსებლად“, – აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.











