ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხვალიდან შეჩერდება და პროექტებზე მუშაობა 8 იანვრიდან განახლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„იცით, რომ ქალაქში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჩვენ არ გავჩერებულვართ ერთი დღითაც. იმის გამო, რომ ახალი წელი მოდის და გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, ხვალ შეჩერდება სამუშოები. ადამიანებს მიეცემათ საშუალება წავიდნენ თავიანთ რაიონებში, სოფლებში. ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები განახლდება 8 იანვრიდან“,- განაცხადა კახა კალაძემ.











