9 ივნისი ჯორჯ ფლოიდის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ ჰიუსტონის მერმა, სილვესტერ ტერნერმა ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ მას პატივს მივაგებთ. არა იმიტომ, რომ ის სრულყოფილი იყო, არამედ იმიტომ, რომ როდესაც მან უკანასკნელად ამოისუნთქა მოგვცა იმის საშუალება, რომ ახლა ჩვენ სუნთქვა შევძლოთ“,- განაცხადა მერმა.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 9 ივნისს დაკრძალეს.
ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.











