უმაღლეს სასწავლებლებს დღეიდან შესაძლებლობა ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ
სწავლის არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას შეძლებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, არჩევანი ნებაყოფლობითია და საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას, სწავლების რომელ მოდელს აირჩევენ.










